სოფელ ოდიშში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი - ნ.გ. და დ.გ. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ ოდიშში, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოქალაქე დააყაჩაღეს, 770 ლარი გასტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს