პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ავთანდილ წერეთელს საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინების გარეშე აეკრძალოს

გენერალური პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ბრალდებულ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე აეკრძალოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა.

როგორც ტყეშელაშვილი განმარტავს, გირაოს ოდენობა 500 000 ლარი, ავთანდილ წერეთლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით განისაზღვრა.

"ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე. პროკურატურამ დღეს სასამართლოს მიმართა ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე. გირაოს ოდრნობად პროკურატურა 500 000 ლარს ითხოვს. ასევე, ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ ავთანდილ წერეთელს აეკრძალოს საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე. თანხის ოდენობა პროკურატურამ განსაზღვრა ავთანდილ წერეთლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან გირაოს ოდენობა შემაკავებელი ხასიათის უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს აღკვეთის ღონისძიების მიზნები", - აცხადებს ტყეშელაშვილი.

როგორ ის განმარტავს, საქმეში წერეთლის მიმართ არაერთი მტკიცებულებაა.

"რაც შეეხება მტკიცებულებებს, ავთანდილ წერეთლის მიმართ არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, იგულისხმება იმ ფირმების დირექტორების და თანაპარტნიორების ჩვენებები, რომელთა საშუალებითაც საბოლოო ჯამში მოხდა ამ თანხების თაღლითურად დაუფლება. ასევე არის "თიბისი ბანკის" თანამშრომლების ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, საბანკო ამონაწერები, ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი", -აცხადებს ტყეშელაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა