ადვოკატი 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს

20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების ადვოკატის ვახტანგ იაშვილის განცხადებით, ის აპირებს, რომ დაკავებული ბესიკ თამლიანის შემთხვევაში სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა დააყენოს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

"20 ივნისის გმირების დაცვის პროცესი იქნება. მაშინ, როდესაც მათ უპირისპირდება მთელი სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც იმთავითვე რატომღაც რუსეთის ხელისუფლებას ემსახურება, მათ მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა. დღეს ჩვენ და მთელი საზოგადოება გამოცდის სახელმწიფოს სინდისს, რომელსაც არისტოტელე სასამართლოს უწოდებდა. ჩვენი აზრით, არ არსებობს საფუძველი ამ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების. ბუნებრივია, მოვითხოვთ, როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ასევე აღკვეთის ღონისძიების ერთ შემთხვევაში გაუქმებას, ხოლო მეორე შემთხვევაში, მის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლას", - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი ვახტანგ იაშვილი სასამართლოში თვალახვეული მივიდა.

ამასთან, საქალაქო სასამართლოს ეზოში იკრიბებიან ბესიკ თამლიანის ოჯახის წევრები და მეგობრები. დაკავებულის დედის რუსუდან თამლიანის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ უდანაშაულო პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.

დღეს, სასამართლოში 20 ივნისს დაკავებული 7 პირის პროცესი გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა