გია ხუხაშვილი - პროკურატურის მხრიდან ავთო წერეთლისთვის წაყენებული ბრალი კრიტიკას ვერ უძლებს

პროკურატურის მხრიდან ავთო წერეთლისთვის წაყენებული ბრალი კრიტიკას ვერ უძლებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყების მხრიდან წერეთელი-ხაზარაძის ურთიერთობით დაინტერესება, პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახები.

„ეს საქმე ბევრი პარამეტრით არის წმინდა პოლიტიკური, რადგან ის ბრალდება, რაც დაყენებულია ამ საქმესთან დაკავშირებით, ვერ უძლებს ელემენტარულ კრიტიკას. შეიძლება იყო რაიმე ტიპის დარღვევები, მაგრამ ფულის გათეთრების კვალიფიკაცია არის გადაჭარბებული.

რაც შეეხება ავთო წერეთლისთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნას, გაუგებარია, იმიტომ რომ თუ დამალვა და გაქცევა უნდოდა, წასული იყო და აღარ ჩამოვიდოდა. ადამიანი თვითონ ჩამოვიდა დღეს უცხოეთიდან და პროკურატურა მაინც ითხოვს გირაოს, რაშიც მე ლოგიკას ვერ ვხედავ. ამ გირაოს მოთხოვნის აუცილებლობაც პოლიტიკური მოტივივების მატარებელია,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს