თავდაცვის ძალებში შინდისის გმირების სახელობის ტურნირი ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალებში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შეჯიბრი შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირების ხსოვნას მიეძღვნა და მასში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.

„ქართულ ჭიდაობაში ტურნირი სხვადასხვა 6 წონით კატეგორიაში - 60 კგ, 66 კგ, 73 კგ, 81 კგ, 90 კგ და აბსოლუტურ წონაში მიმდინარეობდა. გუნდურ ასპარეზობაში ჩემპიონი პირველი ქვეითი ბრიგადა გახდა, რომელსაც თასი გადაეცა. სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები კი სამი საპრიზო ადგილის მიხედვით გამოავლინეს. მათ შესაბამისი ჯილდო, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.

ტურნირს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მსაჯები უძღვებოდნენ. საქართველოს თავდაცვის ძალებში ტურნირი ჭიდაობაში 2008 წლიდან რეგულარულად იმართება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს