გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 29 აგვისტოს, თბილისის რაიონებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 29 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

„ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქარაიას და სამღერეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკატერინე ჭავჭავაძის, ახუთის, გუმათის, ლამის, სალიების, პაატა სააკაძის, ძეგამის, ბერიაშვილის, ბოდავის, თვალჭრელიძის და ხრამჰესის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ბახტრიონის, იყალთოს, კოსტავას, კუტუზოვის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, საბურთალოს, გამრეკელის, სულხან ცინცაძის და ტეხურის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ნინო რამიშვილის, 8 მარტის, ბოცვაძის, ეკატერინე გაბაშვილის, ზალდასტანიშვილის, ძმები კაკაბაძეების, გურიის, ზანდუკელის, ბარნოვის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის, მცხეთის და რადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), გობრონიძის, ხევძმარის, შეშელიძის, შენგელიას და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო