ლევან შაიშმელაშვილმა BLACK SEA CUP-ზე ასპარეზობა საპრიზო ადგილით დაასრულა

ოდესაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ADCC BLACK SEA CUP 2 ჭიდაობის სახეობა გრაფლინგში, ლევან შაიშმელაშვილმა პროფესიონალთა შორის 76 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა. ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

საქართველოს ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაციის სპორტსმენი, ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად „არემჯის“ მხარდაჭერით გაემგზავრა.

საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობას უკრაინელი, ბულგარელი და ყირგიზი სპორტსმენები იღებდნენ. შაიშმელაშვილმა ჯამში 6 ბრძოლა გამართა. სამი შეხვედრა მახრჩობელა ილეთით დაასრულა, ერთი კი ქულათა უპირატესობით მოიგო. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა მინიმალური უპირატესობით დათმო ბრძოლა უკრაინელ მოჭიდავესთან.

მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენს ბრინჯაოს მედალი და სამახსოვრო სიგელი გადაეცა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა