ვატო წერეთელი - მე უნდა ვიხსნა მამაჩემი - თუ გირაოში ქონების ჩადება მოგვიწევს, ეს იქნება „ტვ პირველის“ შენობა

მე უნდა ვიხსნა მამაჩემი, რადგან ჩვენ ბიზნესში აღარ ვართ, ქონების ჩადება თუ მოგვიწევს, ეს იქნება „ტვ პირველის“ შენობა, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც სასამართლო ავთანდილ წერეთლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

მისივე თქმით, წერეთლების ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის.

„პროკურატურას მაგალითად მოჰყავს გირაოს შეფარდებაზე ხადარკოვსკი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის პროკურატურა და სასამართლო ვერ გასცდა რუსეთს. სამწუხაროდ, ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის, რატომ აღარ არის, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ყველაზე ცუდი რაც ხდება არის, რომ გირაოს სახით შეიძლება მოხდეს „ტვ პირველის“ შენობის ჩადება. მე უნდა ვიხსნა მამაჩემი, რადგან ჩვენ ბიზნესში აღარ ვართ, ქონების ჩადება თუ მოგვიწევს, ეს იქნება „ტვ პირველის“ შენობა“, - განაცხადა წერეთელმა.

გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს დილით მიმართა. საგამოძიებო უწყება წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
Yandex.Taxi საქართველოში კორონავირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის ფინანსური მხარდაჭერის ფონდს აფუძნებს
„დანკინმა“ ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა