„არემჯი“ მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი One Caucasus-ის წარმდგენი გახდა

„არემჯი“ მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი One Caucasus-ის წარმდგენი გახდა. როგორც „არემჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 22-25 აგვისტოს, სოფელ წერაქვმა საერთაშორისო მულტიდისციპლინურ ფესტივალს One Caucasus-ს მეექვსედ უმასპინძლა.

წელს, ქვემო ქართლის რეგიონში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ფესტივალის წარმდგენი „არემჯი“ გახდა.

„ფესტივალზე მუსიკოსები, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის არის: აზერბაიჯანი, ბენინი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, სენეგალი, სომხეთი, უკრაინა და შოტლანდია.

მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის მონაწილეებმა მსოფლიოს 15 ქვეყნიდან ჩამოსულ 50-მდე მოხალისესთან ერთად ააშენეს ახალი, შემოქმედებით სივრცე სამი კულტურის გზაჯვარედინზე, რადგან წერაქვი - ეს არის მულტიეთნიკური ადგილი, სადაც განსხავავებული რელიგიისა და ეროვნების ადამიანები წლებია მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. ფესტივალი სხვადასხვა კულტურისა და სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილების მქონე ხელოვანებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს შეხვდნენ და შექმნან საერთო მუსიკალური პროექტები. ფესტივალი აერთიანებს მუსიკოსებს, მხატვრებს, არქიტექტორებს, პედაგოგებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან და აქტიურად მუშაობს ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაზე, რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებისთვის არაფორმალური განათლების პროგრამის განხორციელებით.

8 აგვისტოდან მოხალისეები, ცხოვრობდნენ წერაქვში და ფესტივალის მზადებისა და თანაცხოვრების პერიოდში შექმნეს მოდელი - ვიცხოვროთ ერთად ერთიან კავკასიაში - კონფლიქტების გარეშე. One Caucasus-ის მთავარი იდეაც ხომ ესაა - შექმნას უსაფრთხო და შთამაგონებელი სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახლაგაზრდებისთვის და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას ადამიანებთან მთელი მსოფლიოდან.

სამი კვირის განმავლობაში სამხრეთკავკასიაში მდებარე პატარა სოფელი წერაქვი, სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ადგილზე შეიქმნა შემოქმედებითი ლაბორატორია, სადაც ფესტივალის მზადების ფარგლებში ყველა მონაწილე და მოხალისე საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენდა.

2019 წლის პროექტი თანადაფინანსებული და მხარდაჭერილი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ კულტურის ხელშეწყობის ფონდის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა "საჯაროდიპლომატია 2019" ფარგლებში. ფესტივალის წარადგინა კომპანია “არემჯიმ“, - აღნიშნულია „არემჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ამირან ქართველიშვილმა განაცხადა, საერთაშორისო ფესტივალმა „ერთიანი კავკასია“ ნამდვილად გაამართლა, რადგან ღონისძიებაზე, ერთ სივრცეში შეკრებილი ახალგაზრდები ერთმანეთს გამოცდილებას და სიყვარულს უზიარებენ.

„არემჯი’’ აგრძელებს ქვემო ქართლში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების სპონსორობას. ამჯერად ვიმყოფებით მარნეულში სოფელ წერაქვში, სადაც იმართება საერთაშორისო ფესტივალი „ერთიანი კავკასია’’. აქ 15 ქვეყნიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა ფესტივალის შინაარსა და მის ორგანიზებაზე, რათა წერაქვში ჩამოსულ სტუმრებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიეღოთ. ღონისძიებამ ნამდვილად გაამართლა, ვხედავთ ერთ სივრცეში თავშეყრილ ახალგაზრდებს, რომლებიც გამოცდილებას, მეგობრობას, სიყვარულს უზიარებენ ერთმანეთს“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

ფესტივალის ორგანიზატორის ვიტეკ ჰებანოცსკის თქმით, ამ ფესტივალს განსაკუთრებული მუხტია ქვს.

„ამ ფესტივალს აქვს განსაკუთრებული მუხტი. ყველას ვინც აქ მოდის, საკუთარი, ხშირად რთული ისტორია აქვს. “ერთიან კავკასიზე” გაიგებ სხვა ადამიანის წარმატების და წარუმატებლობის შესახებ. ნახავ, როგორ იბრძვიან ახალგაზრდები, უკეთესი გარემოს, უკეთესი პირობების შესაქმნელად. სწორედ ამიტომ ეს არის იმ ადამიანების ფესტივალი, რომლებიც ახალს ყოველთვის საკუთარი ხელებით და შრომით ქმნიან“, - აღნიშნა ჰებანოცსკიმ.

წელს ფესტივალის მხარდამჭერებს შორის არის კომპანია „არემჯი“, რომელიც ქვემო ქართლში ოპერირებს.

„იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენს შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისია, რაც საუკეთესო შედეგებს მოგვიტანს ორივე მხარეს“, - ნათქვამია კომპანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს