20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირი პატიმრობაში რჩება

20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირი პატიმრობაში რჩება. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, დაკავებულების მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე, რაც მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დაკავებული 7 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მათ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

ამ გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები, დაკავებულების ოჯახის წევრები და მეგობრები საყვირებით და ტრაფარეტებით "სირცხვილია" აპროტესტებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს