ვახტანგ წერეთელი და ნინო ჟიჟილაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

„ტვ პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.

როგორც ვახტანგ წერეთელმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩებთან შეხვედრის მთავარი აზრია ის, რომ „ტვ პირველი" უნდა დარჩეს გავლენების მიღმა.

„ჩვენ სულ ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას. აქ მხოლოდ იმის გამო არ ვარ მოსული, რომ ჩემი ოჯახის დევნა დაიწყო. შეხვედრის მთავარი აზრი რაც არის, „ტვ პირველი“ უნდა იყოს და დარჩეს გავლენების მიღმა მოვლენების შუაგულში. ყველაზე კარგი რაც არის, მინდა ჩვენს მაყურებელს ვუთხრა, რომ უკვე ორშაბათიდან ჩვენ სეზონს ვიწყებთ და ყველანაირ ინფორმაციას მივაწოდებთ ჩვენს მაყურებელს", - განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო