ნათია თურნავა - ფრანგმა მეწარმეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში ბიზნესის კეთებისა და ქვეყანაში არსებული ახალი შესაძლებლობების ათვისების კუთხით

ჩვენ დაინტერესებული ვართ, საქართველოში მეტი ფრანგი ინვესტორი შემოვიდეს და მეტი ფრანგული ბიზნესი იყოს წარმოდგენილი, ამიტომ უმსხვილესი ფრანგული გაერთიანება MEDEF INTERNATIONAL -ის მიერ ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, უმსხვილეს ბიზნესგაერთიანება MEDEF INTERNATIONAL-ის პრეზიდენტთან და ფრანგ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. მათივე ცნობით, ქართულმა მხარემ ფრანგული ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ახალი შესაძლებლობები გააცნო ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მნიშვნელოვანია, რომ ფრანგმა მეწარმეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში ბიზნესის კეთების, ქვეყანაში პარტნიორების მოძიებისა და არსებული ახალი შესაძლებლობების ათვისების კუთხით.

„მათ შორის დაინტერესებული არიან საინჟინრო კომპანიები, რადგან ეს მიმართულება მაღალ დონეზეა განვითარებული საფრანგეთში. მათ აქვთ სურვილი მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სექტორში. ასევე დაინტერესებული არიან მთის კურორტების განვითარებით, რადგან საფრანგეთში ამის უდიდესი კულტურა არსებობს და ჩვენ გავაცანით ის ახალი განვითარება, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, იგივე ზამთრის ჩემპიონატის კუთხით. ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურაზე, რაც უნდა აშენდეს და ისინი სიამოვნებით შემოვლენ ამ მიმართულებით და დაგვეხმარებიან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა