თენგიზ ომანიძე - პედაგოგთა ძირითად რაოდენობას მამუკა ბახტაძის დაგეგმილი ხელფასების მომატება არ შეეხებათ

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომ ოქტომბრის თვიდან პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ომანიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული რეფორმის უკან, სინამდვილეში სულ სხვა რეალობა დგას.

„სამწუხაროდ, მამუკა ბახტაძემ გვერდი აუარა იმ საკითხს, რომელზეც ჩვენ რამოდენიმე დღის წინ გვქონდა ბრიფინგი - რა ელოდებათ სკოლის იმ პედაგოგებს, რომლებიც არ არიან სერტიფიცირებულები? და ამ შემთხვევაში, საუბარია პედაგოგთა ორ მესამედზე. როცა მამუკა ბახტაძე საუბრობს პენსიონერებზე - გასაგებია; როცა საუბრობს სერტიფიცირებულებზე - გასაგებია, მაგრამ პედაგოგთა ძირითად რაოდენობას, რომლებიც არ აპირებენ არსად წასვლას - მათ ბახტაძის დაგეგმილი ხელფასების მომატება არ შეეხებათ. შეეხებათ თუ არა ამ პედაგოგებს შემცირება და ოპტომიზაცია - ამ თემას პრემიერ-მინისტრმა გვერდი აუარა, თუმცა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, თავის პასუხში ეს, პრაქტიკულად, დაადასტურა. ამიტომ რეალურად, ბახტაძემ პედაგოგებს ხელფასების მატება კი არ უნდა მიულოცოს, არამედ მათ დიდ ნაწილს უნდა მიუსამძიმროს და უთხრას სიმართლე - დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ, ვინც ახლა მუშაობთ, გაგყრით. შესაბამისად, ჩემს მიერ გაჟღერებული რეფორმა თქვენ არ შეგეხებათო.

სხვათა შორის, ჩვენი ბრიფინგის შემდეგ, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი პედაგოგი გვწერს და გვეუბნება, რომ ყველაფერი ზუსტად ისე არის რეალობაში, რაზეც ჩვენ მივუთითეთ. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ ბახტაძეს, შეაჩეროს დაგეგმილი გამოცდები, ჩატარდეს ექსპერტიზა ამ საგამოცდო ტესტებზე და მხოლოდ ამის შემდეგ იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ისედაც სამართლიანი იქნება, რომ ხალხს, რომელიც სიბნელეში, ყინვაში, სიცივეში, სამოქალაქო ომის დროს 60 ლარად ასწავლიდა ბავშვებს - პანღურის ამორტყმამდე, ჯერ მადლობა მაინც გადაუხადონ და მომატებულ ხელფასზე ამუშაონ. ხვალ რომ ვიღაც 20 წლის ბავშვს მოიყვანენ პედაგოგად და 800 ლარს გადაუხდიან, 800 ლარი ზოგიერთ ქართულის მასწავლებელს ორი წლის მანძილზე არ აქვს აღებული“, - აცხადებს თენგიზ ომანიძე.

აღნიშნულ კომენტარს „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა