პეკინის გამზირზე გამვლელმა ქალმა ცივი იარაღით მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა

თვითმხილველების ინფორმაციით, პეკინის გამზირზე, სავარაუდოდ, უცნობმა ქალმა ცივი იარაღით მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” თვითმხილველმა განუცხადა, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად ტროტუარზე მოდიოდა, რა დროსაც მათ წინ შემოეგებათ უცნობი ქალი, მიუახლოვდა ბავშვს და სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა.

თვითმხილველის ინფორმაციითვე, ამის შემდეგ ქალი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მისივე განმარტებით, მას პოლიცია დაედევნა. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

იხილეთ ვიდეო: "ქალს, რომელსაც გოგო ეჭირა ჯერ იმას ეცა, მიჯეჯგვა და დანა გამოუსვა, სისხლი დავინახე" - პეკინის გამზირზე ქალმა ცივი იარაღით მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს