ადვოკატი პროკურატურის მხრიდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

ადვოკატი ზვიად კორძაძე პროკურატურის მხრიდან „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

კერძოდ, საუბარია პროკურორის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმად, „საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის. პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ“.

ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სოციალურ ქსელში შესაბამისი დოკუმენტები გაასაჯაროვა, კერძოდ:

1. პროკურატურის შუამდგომლობა სამართლებრივ დახმარებაზე (ტომი 21) ;

2. ბრიტანეთიდან მოსული წერილის ქართული თარგმანი, რომელიც პროკურატურამ გადასცათ;

3. სასამართლო განჩინება ბრიტანეთში ანგარიშის დაყადაღებაზე.

„ეს არის პროკურატურის შუამდგომლობა სამართლებრივ დახმარებაზე ბრიტანეთისგან. შემდეგ პროკურატურას მოუვიდა შესაბამისი პასუხი, არის ბრიტანეთიდან გამოგზავნილი შესაბამისი წერილი, შემდეგ მან მიმართა უკვე სასამართლოს, იმისათვის, რომ ყადაღა დაედო ანგარიშზე. სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლითაც ანგარიშებს დაედო ყადაღა და რომელიც ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს. ვინ საიდან მიაწოდებდა ბრიტანეთის შესაბამისი ორგანოდან პროკურატურას აღნიშნულ ინფორმაციას და რატომ მიმართავდა პროკურატურა შუამდგომლობით სასამართლოს და რატომ დააკმაყოფილებდა?“- განუცხადა კორძაძემ „ინტერპრესნიუსს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა