ექიმების ინფორმაციით, პეკინის გამზირზე, გამვლელის მიერ დაჭრილ 3 წლის ბავშვს სახის არეში ღრმა ჭრილობა აქვს, თუმცა ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

პეკინის გამზირზე გამვლელის მიერ დაჭრილ 3 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება. როგორც ჟვანიას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმმა, მედეა რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჭრილობა სახის არეში არის ღრმა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის და ბავშვი კონტაქტურია.

"ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ 3 წლის პაციენტი მოიყვანა, რომელსაც ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ბავშვი კონტაქტური იყო. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია, მოხდება ჭრილობის გაკერვა“, - განაცხადა მედეა რამიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: უახლესი ინფორმაცია პეკინზე დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ - ექიმი აღწერს, რა დაზიანებები აქვს მიყენებული მცირეწლოვანს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო