საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 მოუგო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის" სერიების პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 მოუგო. მატჩი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

როგორც sportall.ge წერს, წაგებული პირველი ტაიმის (5:17) შემდეგ, "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რიგი შეცვლები განახორციელა. 67-ე წუთზე მოდებაძემ ლელო გაიტანა, ანგარიში გახდა 10:20. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 17:20-მდე გაზარდა.

77-ე წუთზე კი სუთიაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 24:20 გაიმარჯვა.

31 აგვისტოს ბორჯღალოსნები "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა