რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას მარიამობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მარიამობას ულოცავს და ერთობას, სიყვარულსა და წინსვლას უსურვებს.

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინებას - მარიამობას ზეიმობს, იგი თორმეტ უდიდეს დღესასწაულის სიაში შედის. გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში მიიძინა. მიძინების შესახებ მას, წინასწარ, სამი დღით ადრე ეუწყა ანგელოზისგან. დედა ღვთისამ უფალს შესთხოვა, მიცვალებამდე კიდევ ერთხელ ეხილა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საქადაგებლად წასული მოციქულები, რათა გამოსთხოვებოდა მათ.

ღვთისმშობლის ანდერძის თანახმად, მოციქულებმა მისი წმინდა სხეული გეთსემანიის ბაღში დაკრძალეს. საქართველოში ღვთისმშობელთან დაკავშირებულ დღესასწაულებს განსაკუთრებულად აღნიშნავენ, რადგან ჩვენი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრადაა მიჩნეული,“ - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს