ბრაზილია თანახმაა ამაზონის ხანძართან დაკავშირებით უცხოეთის დახმარება მიიღოს, თუ თანხებს თავად განკარგავს

ბრაზილია ამაზონის ხანძართან გასამკლავებლად უცხოეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებას მიიღებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხებს თავად განკარგავს, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ რეგო ბაროსმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრაზილიის შტატების გუბერნატორებმა პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს განუცხადეს, რომ მათ ეს თანხა რეკორდული რაოდენობის ხანძრებთან საბრძოლველად სჭირდებათ.

„ბრაზილიის მთავრობა და პრეზიდენტი მზად არიან ქვეყნებისა და ორგანიზაციებისგან ფინანსური დახმარება მიიღონ. როდესაც ეს ფული ქვეყანაში შემოვა, მას სრულად განკარგავს მთავრობა და ბრაზილიელი ხალხი,“ - განაცხადა ბაროსომ.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც „როიტერსს“ დიპლომატიურ წრეებში განუცხადეს, ბრაზილიამ დიდი ბრიტანეთისგან 10 მილიონი ფუნტის ოდენობის დახმარება მიიღო.

ამაზონის ტყის ხანძარი საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდიანის“ სამიტის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იყო. „დიდი შვიდიანის“ ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, რის მიღებაზეც ბრაზილიამ თავდაპირველად კატეგორიული უარი განაცხადა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ამაზონის ხანძრების ჩასაქრობად საერთაშორისო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი მის მიმართ გამოთქმულ „შეუარცხმყოფელ სიტყვებს უკან წაიღებს.“

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მძვინვარე ხანძარს რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა და ბრაზილიის პრეზიდენტი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ უმოქმედებაში დაადანაშაულა და მას „მატყუარა“ უწოდა, რის შემდეგაც ბოლსონარომ სოციალურ ქსელში მაკრონის მეუღლეს გარეგნობის გამო დასცინა.

იხილეთ ვიდეო: ბრაზილია ამაზონის ხანძართან გასამკლავებლად უცხოეთის მიერ შეთავაზებული დახმარების მიღებას დათანხმდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა