ექიმის ინფორმაციით, გამვლელის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვი პალატაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

პეკინის ქუჩაზე გამვლელის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგმა ნათია ვასაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ბავშვი პალატაშია გადაყვანილი.

„ჭრილობები აღენიშნებოდა ლოყისა და ცხვირის მიდამოში. ჭრილობები დამუშავდა და გაიკერა. სხვა რაიმე ჩარევა არ დასჭირვებია. მდგომარეობა არის სტაბილური,“ - განაცხადა ნათია ვასაძემ.

ბავშვს, კლინიკიდან, სავარაუდოდ,ხვალ გაწერენ.

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა.

პოლიციამ პეკინის ქუჩაზე, მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი უკვე დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: "აღენიშნებოდა ღრმა ნაკვეთი ჭრილობები ლოყისა და ცხვირის მიდამოში" - ექიმის კომენტარი პეკინის ქუჩაზე დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს