„ჰეზბოლა“ ისრაელზე „საპასუხო დარტყმას“ გეგმავს

„ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი ნაიმ ქასემი აცხადებს, რომ მოძრაობა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმას გეგმავს, თუმცა ორ ქვეყანას შორის ომის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელმა ბეირუთში ორი დრონი ჩამოაგდო. ნაიმ ქასემი ამტკიცებს, რომ ორ ქვეყანას შორის ომის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა.

„გამოვრიცხავ იმას, რომ ჩვენს შორის საომარი ატმოსფეროა. ეს იქნება ჩვენი პასუხი თავდასხმაზე. ყველაფერი თავის დროზე გადაწყდება. გვინდა, ეს დარტყმა სიურპრიზი იყოს. დეტალებში არ შევალ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს“, - განაცხადა „ჰეზბოლას“ ლიდერმა რუსეთის RT-ის არაბულ არხზე ინტერვიუში.

იხილეთ ვიდეო: ლიბანური მოძრაობა "ჰეზბოლა" ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმას გეგმავს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს