იაპონიაში ძლიერი წყალდიდობაა, არის მსხვერპლი

იაპონიაში ძლიერი წყალდიდობაა, დაიღუპა ორი ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, დატბორილი ტერიტორიებიდან 850 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

უხვმა ნალექმა მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია, რის შედეგადაც წყალი ნაპირებიდან გადავიდა. რამდენიმე ადგილას კი მეწყერი დაფიქსირდა.

სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა კიუსიუს რეგიონი. წყალმა ავტომობილებიც დააზიანა. სტიქიის გამო გაუქმდა სარკინიგზო რეისები. შეფერხებულია გზებზე სატრანსპორტო მოძრაობა. ქალაქ საგას დატბორილ ქუჩებში მოცურავე თევზებიც დააფიქსირეს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ვინაიდან მსგავსი რაოდენობით ნალექი კიუსიუს რეგიონს არასოდეს გამოუცდია.

იხილეთ ვიდეო: იაპონიაში ძლიერი წყალდიდობაა - დაიღუპა ორი ადამიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა