სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ სერგეი მაგნიტსკის უფლებების დარღვევა დაადასტურა და სახელმწიფოს 34 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ბრიტანული საინვესტიციო ფონდის Hermitage Capital-ის იურისტის სერგეი მაგნიტსკის უფლებები. მაგნიტსკი საგამოძიებიო იზოლატორში „მატროსსკაია ტიშინა“ 2009 წელს გარდაიცვალა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა მის ოჯახს 34 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.

სასამართლომ დაადგინა, რომ სერგეი მაგნიტსკი საგამოძიებო იზოლატორში არასაკმარისი სამედიცინო დახმარების გამო გარდაიცვალა. კონკრეტულად მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლი: წამების აკრძალვა (წამებას გაუთანაბრეს იზოლატორში მისი მოთავსების პირობები); თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლება; ციხის ზედამხედველების მხრიდან სასტიკი მოპყრობა და მათ მიმართ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობა; სიცოცხლის უფლება (მაგნიტსკის სიცოცხლის უფლების დაცვაში და მისი სიკვდილის გარემოებების ეფექტური გამოძიების ჩატარებაში ხელისუფლების უუნარობა); სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

სტრასბურგის სასამართლომ სერგეი მაგნიტსკის დაკავებისა და იზოლატორში ყოფნის ვადასთან მიმართებაში დარღვევა ვერ აღმოაჩინა და განმცხადებლების სარჩელი არ დააკმაყოფილა. მაგნიტსკის ქვრივის ადვოკატმა განაცხადა, რომ მთლიანობაში კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით, თუმცა მას ბოლომდე მაინც არ ეთანხმება, ის კვლავ მიიჩნევს, რომ მაგნიტსკის დაკავება უკანონო იყო.

პირველი სარჩელი სტრასბურგში, სერგეი მაგნიტსკიმ გაგზავნა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ საქმეში მისი დედა და მეუღლე ჩაერთნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა