მამუკა ბახტაძე მრევლს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკლესიასა და მრევლს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს.

მამუკა ბახტაძემ სიონის ტაძარში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ქართველებს ღვთისმშობლის უდიდესი რწმენა აქვთ.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ქართველებს, ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვაქვს დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული რწმენა და სიყვარული. უკვე 2019 წლის მაისიდან სახელმწიფო ოფიციალურად აღვნიშნავთ ამ დიდებულ მოვლენას. როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, ჩვენ ვგრძნობდით ქართული ეკლესიის და თქვენი, ქართველი საზოგადოების მხარდაჭერას. დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ, სრულიად საქართველოს, ქართული ეკლესიის მრევლსა და მსოფლიო საქრისტიანოს ვულოცავ ამ დიდებულ დღეს“, - განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო