სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან დიალოგის განახლების პირობებს ასახელებს

თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის განახლების საფუძველი რუსეთის პოზიციის ცვლილება შეიძლება გახდეს. როგორც სააგენტო "ტასი" წერს, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რაიმე კონტაქტები რომ გვქონდეს, ისინი რომ განვაახლოთ, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთის პოზიციაში ჩვენნაირ პატარა მეზობელთან მიმართებაში ცვლილებები მოხდა. ასევე რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ურთიერთობა არ შეიძლება აგებულ იქნას იძულებაზე. როდესაც ჩვენ დავინახავთ მკაფიო სიგნალებს ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მზად ვიქნებით დიალოგისთვის მომავალში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა დასძინა, რომ საქართველოს და რუსეთს აღარ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა