კობა გვენეტაძე - "თიბისი ბანკი" ფინანსურად ჯანსაღი ორგანიზაციაა, სხვა საკითხები ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის

"თიბისი ბანკი" ძალიან ჯანსაღი ორგანიზაციაა, სხვა საკითხები ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმის შესახებ განაცხადა.

„ძალიან ბევრი ინფორმაცია იქნა მიცემული ეროვნული ბანკისგან იმ ნაწილში, რაც ეხება მხოლოდ "თიბისი ბანკს". ეს ბანკი არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სუბიექტი. ბანკი არის ფინანსურად ძალიან ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია. სხვა საკითხებს რაც შეეხება, ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის",- განაცხადა გვენეტაძემ.

ჟურნალისტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან დაინტერესდნენ, რა ინფორმაცია მიაწოდა ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ პროკურატურას ისეთი, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: კობა გვენეტაძე - "თიბისი ბანკი" ფინანსურად ჯანსაღი ორგანიზაციაა, სხვა საკითხები ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა