3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მეზობელი - დაკავებული კონფლიქტური არ იყო, ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მეზობლის ინფორმაციით, დაკავებული კონფლიქტური არ იყო.

როგორც ბრალდებულის მეზობელმა ნათია თოდუამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ განუცხადა, მცირე ფსიქიკური პრობლემები მის მეზობელს აღენიშნებოდა, მაგრამ იგი არ იყო არც აგრესიული და არც კონფლიქტური.

მისივე თქმით, ბრალდებულს კარგი ურთიერთობა ჰქონდა მეზობლებთანაც.

„ის არ იყო აგრესიული, მათ შორის, არც ოჯახში. რა მოხდა, არ ვიცი. მას არც გარეგნულად ეტყობოდა ფსიქიკური პრობლემები. იგი ცნობილი ოჯახის შვილია. მეზობლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. არც კონფლიქტური იყო. ოჯახში დედასთან ერთად ცხოვრობდა“, - განაცხადა ნათია თოდუამ.

იხილეთ ვიდეო: "შოკში ვართ ყველა" - დეტალები: რას ჰყვებიან და როგორ ახასიათებენ მეზობლები და ახლობლები ქალს, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს