წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი 29 აგვისტოს საქართველოს ესტუმრება

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, 29 აგვისტოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრება მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, კერემ კინიკი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვარი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კერემ კინიკი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტთან, ნათია ლოლაძესთან ერთად, გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან.

„მათთან ერთად განიხილება რუსთავში კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული საწყობის მშენებლობის საკითხი, რომელიც საგანგებო სიტუაციების დროს დახმარებას გაუწევს კავკასიის (და არა მარტო) რეგიონის ქვეყნებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, 15:00 საათზე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ღონისძიებას დაესწრებიან ქ.რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია და ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი პაატა პაპელიშვილი“, - აღნიშნულია წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო