ნიკა გვარამია - „მთავარი არხი“ მაუწყებლობას, სავარაუდოდ, 9 სექტემბერს დაიწყებს და დროებით ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში განთავსდება

ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მაუწყებლობას, სავარაუდოდ, 9 სექტემბერს დაიწყებს. ტელევიზია დროებით ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში განთავსდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, ტექნიკა, რომლითაც ტელეკომპანიამ უნდა იმუშაოს, „იბერიას“ ეკუთვნის. ჯერჯერობით უცნობია საინფორმაციო გამოშვების სახელწოდება. გვარამია აცხადებს, რომ ეთერში ღამე გავა გადაცემა „კვირის აქცენტები“ - ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემის დასრულების შემდეგ.

„დროებით ვიქნებით ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში. ეს იქნება დროებითი მაუწყებლობა, იმიტომ, რომ სტუდიისა და ტელევიზიის გამართვას დრო სჭირდება. თან, საბოლოოდ არ გვაქვს შერჩეული ლოკაცია, ვმსჯელობთ რამდენიმე ვარიანტზე და სანამ ეს ყველაფერი მოგვარდება, არ მიმაჩნია სწორად, რომ ეთერში არ ვიყოთ. ამიტომ, ეთერში დროებითი მაუწყებლობით გავალთ.

ტექნიკა, რომელსაც „მთავარი არხი“ გამოიყენებს, ეკუთვნის „იბერიას“. სავარაუდოდ, მერე ეს ტექნიკა ჩადებული იქნება საწარმოში, კაპიტალში ზაზა ოქუაშვილის მიერ. მე, მგონია, რომ ზაზა ოქუაშვილი თავისი ნებით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქართული დემოკრატიის განვითარებაში. ჩემთვის პირადად, ეს ძალიან მაგარი ამბავია.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, თუ ვინ იმუშავებს „მთავარ არხზე“ - მე ვინც მჭირდება ყველა მყავს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ ვიდეო: როდის დაიწყებს მაუწყებლობას "მთავარი არხი"?

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა