დედოფალმა ელისაბედ მეორემ პარლამენტის მუშაობა დროებით შეაჩერა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის წინადადება დაამტკიცა, რომელიც ითხოვდა, დედოფალს პარლამენტის საქმიანობა სექტემბრის მეორე კვირიდან 14 ოქტომბრამდე შეეჩერებინა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იუწყება.

დედოფლის კანცელარიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინგლისის პარლამენტში შესვენება 9 სექტემბერზე ადრე არ დაიწყება და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გაერთიანებული სამეფოს დედოფალს პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერების თხოვნით მიმართა.

„ასეთ შემთხვევაში დედოფლის სიტყვით გამოსვლა, რომელიც მთავრობის გეგმის წარდგენას შეეხება, 14 ოქტომბრისთვის გადაიდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის პარლამენტის მუშაობის შეჩერება, როგორც წესი, აპრილში ან მაისში ყოველწლიურად ხდება. ყველა დეპუტატი და მინისტრი პოსტს ინარჩუნებს, თუმცა ამ დროს კანონების განხილვა და კენჭისყრა არ ხდება. პარლამენტის მუშაობა ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ შემადგენლობის არჩევიდან 2017 წელს არ შეჩერებულა. ბრიტანეთის პრემიერს პარლამენტის მუშაობის შეჩერება შეუძლია. გადაწყვეტილებას მთავრობის თხოვნით დედოფალი იღებს და დეპუტატებს ხმის უფლება არ აქვთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა