გიგა მაქარაშვილი - 3 სექტემბერს დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორში“ გავატარებთ

3 სექტემბერს, პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან, აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორს“ მოუწყობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა განუცხადა, ამ ცერემონიალში ყველა ის ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ვისაც აღარ უნდა, რომ „აბსურდში იცხოვროს“.

მისივე თქმით, პარლამენტარების დახვედრის ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება.

მისივე თქმით, 3 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, გადაცემა „სირცხვილიას“ ნაცვლად, აქცია გაიმართება.

„3 სექტემბერს, როცა საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს პარლამენტში, მის ყველა შესასვლელთან იქნებიან „სირცხვილიას“ მონაწილეები და ადამიანები, ვისაც უბრალოდ აღარ უნდა, რომ მსგავს აბსურდში იცხოვროს. მოვაწყობთ „სირცხვილის კორიდორებს“ და დეპუტატებს, რომლებიც იქ შევლენ, გავატარებთ „სირცხვილის კორიდორში“. 11:00 საათზე დაიწყება შეკრება, არავითარი აგრესია არ იქნება და არავითარი ლანძღვა-გინება, უბრალოდ დავდგებით კორიდორის პრინციპით და დავიძახებთ, რომ „სირცხვილია“. გაიარონ ამ „სირცხვილის კორიდორში“. დღის პირველი ნაწილის ამბავი ამით დასრულდება და საღამოს უკვე აქციის რეჟიმზე გადავალთ. 3 სექტემბერს, აქცია 19:00 საათზე დაიწყება. ამ დღეს გადაცემის ნაცვლად, აქციის რეჟიმზე ვიქნებით“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა