წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრება

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, დღეს სამუშაო ვიზიტით ესტუმრება მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, კერემ კინიკი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვარი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კერემ კინიკი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტთან, ნათია ლოლაძესთან ერთად, გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან.

„მათთან ერთად განიხილება რუსთავში კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული საწყობის მშენებლობის საკითხი, რომელიც საგანგებო სიტუაციების დროს დახმარებას გაუწევს კავკასიის (და არა მარტო) რეგიონის ქვეყნებს. მათვე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, 15:00 საათზე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს“, - აღნიშნულია წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა