ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის - Euraxess-ის დირექტორი - კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში

ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალურ დირექტორატში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, Euraxess-Georgia-ს კოორდინატორი ქეთევან გაბიტაშვილი ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორს, აპოსტოლია კარამალის და EURAXESS Services Network-ის პოლიტიკის ოფიცერს, მიჰაელა-ელენა კოსტაჩის გუშინ ბრიუსელში შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების, ინოვაციებისა და მეცნიერების ორგანიზაცია EURAXESS-ს შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, მიმდინარე სამუშაოები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ასევე შეათანხმეს 24-25 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები, რომელზეც მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაციასა (Declaration of Commitment) და ხელშეკრულებაზე საზეიმო ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

ფონდის ინფორმაციით, EURAXESS-ში გაწევრიანების ყველა პროცედურა დასრულებულია.

„კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში, ძალიან კარგ დროს შემოდიხართ, Horizon Europe-ის პოლიტიკის შემუშავებაში თქვენნაირი ამბიციური იდეების მქონე ხალხი გვჭირდება!“, -განაცხადა ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორმა აპოსტოლია კარამალიმ შეხვედრაზე.

ზვიად გაბისონიამ უცხოელ კოლეგებს მეცნიერების განვითარების გეგმა და პრიორიტეტები წარუდგინა, აღნიშნა, რომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორის ორგანიზაცია EURAXESS -ში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, რის შედეგადაც ქართული მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო