დიდი ბრიტანეთის პრემიერის გადაწყვეტილებას პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ პეტიციას მილიონზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონმა დედოფალს პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერების თხოვნით გუშინ მიმართა, რაც ელისაბედ მეორემ უკვე დაამტკიცა. გადაწყვეტილების მიხედვით, ბრიტანეთის პარლამენტი მუშაობას 10-დან 14 სექტემბრის ჩათვლით შეაჩერებს, რაც იმას ნიშნავს რომ 31 ოქტომბრამდე - რა დროსაც ქვეყანამ ევროკავშირი უნდა დატოვოს - თითქმის არ რჩება დრო პარლამენტში მსჯელობისთვის "ბრექსითის" შესახებ, რასაც ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებს. ისინი აცხადებენ, რომ ამ გზით დეპუტატებს არ ექნებათ საშუალება დაბლოკონ ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის გადაწყვეტილება, რასაც ბორის ჯონსონი აპირებს. მთავრობა კი ირწმუნება, რომ პარლამენტის წევრებს ამისთვის დრო ექნებათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა