მინისტრის მოადგილე - ქართველების მიერ ამერიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულმა მოდელმა აღიარება ჰპოვა და აზიურ მავნებელთან ბრძოლის კუთხით წარმატება გვაქვს

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ქართველების მიერ ამერიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულმა მოდელმა მსოფლიო აღიარება ჰპოვა და აზიურ მავნებელთან ბრძოლის კუთხით დიდი წარმატება გვაქვს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, რომლის თემაც "აზიური ფაროსანა - გლობალური გამოწვევაა".

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის აზიური ფაროსანას რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

"ჩვენი ფერმერები ხედავენ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, მკვეთრად შემცირებულია აზიური ფაროსანას რაოდენობა, მკვეთრად შემცირებულია ის ზიანი, რაც მავნებლით შეიძლებოდა მისგომოდა თხილის ფართობებს. მსოფლიო მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველოში არსებული პრაქტიკა ფაქტობრივად უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით. მათი შეფასებაა, რომ მსოფლიომ უნდა შეიმუშაოს ის მიდგომები, რაც საქართველოში ჩატარდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ბრძოლაში იყო ჩართული. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მოსახლეობასთან ერთად, შეძლო დროის უმოკლეს ვადაში გამკლავებოდა პრობლემას, რომელთანაც ჩვენზე ბევრად განვითარებულმა ქვეყნებმა ათწლეულები მოანდომეს და ჯერ კიდევ ვერ მიიღეს ასეთი შედეგები", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კონფერენციას ესწრებიან მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები, რომლებიც საქართველოში სამეცნიერო მისიის ფარგლებში იმყოფებიან, ასევე მონაწილეობას იღებენ ქართველი მეცნიერები.

სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელის ბილ ლინგრენის განცხადებით, საქართველოში შეიკრიბა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ენტომოლოგები, რომლებიც აზიური ფაროსანას საკითხზე მუშაობენ.

„ჩვენი მიზანია საინფორმაციო ბაზის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს გავიზიაროთ ის პროგრამა, რომელიც USAID-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მუშაობით შემუშავდა. ამ ორგანიზაციებმა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შედეგად, მოახერხეს ძალიან დიდი ნაბიჯის გადადგმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში. ეს პროგრამა არის გასაოცარი, ერთ-ერთი საუკეთესო და ენტომოლოგიის ისტორიაში შევა, როგორც გზამკვლევი. სწორედ ამ პროგრამის დამსახურებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ჩართულია ყველა რგოლი - სახელმწიფო სტრუქტურები, ადგილობრივი თვითმმართველობები, ფერმერები, მეფუტკრეები. მე ვნახე აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი 2017-18 წლებში, როდესაც თხილის მოსავალი თითქმის არ იყო, ხოლო წელს, მოხარული ვარ, რომ საქართველოს უნიკალური თხილის ხარისხი კვლავ უბრუნდება პირვანდელს, მოსავლის რაოდენობაც გაზრდილია, შესაბამისად, გაზრდილია თხილის ფასიც. ეს კი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ფერმერებისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის",- განაცხადა სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა ბილ ლინგრენმა. კონფერენცია თემაზე "აზიური ფაროსანა - გლობალური გამოწვევა" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს