რომან გოცირიძე - პრეზიდენტის მოქმედების მოტივი არის ორი რამ - კორუფცია, ან ხელისუფლების მიერ დამნაშავე ადამიანის მფარველობა

პრეზიდენტის მოქმედების მოტივი არის ორი რამ - კორუფცია, ან ხელისუფლების მიერ ამ ადამიანის მფარველობა სხვადასხვა მიზნით, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

გოცირიძის შეფასებით, "საქართველოს ვიღაცის ინტერესების შემსრულებელი მარიონეტი პრეზიდენტი ჰყავს".

"საიდან იცოდა საქართველოს პრეზიდენტმა ამ ადამიანის შესახებ, ვიღაცამ ხომ მიაწოდა ინფორმცია? ეს არის უაღრესად სკანდალური საქმე და მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა კრიმინალი, თანაც პოლიციელის მკვლელი გაათავისუფლა. როგორ შეიძლება არ ეკითხა რას აკეთებდა?! მისი მოქმედების მოტივი არის ორი რამ - კორუფცია და ვიღაცებმა შეაჩერეს შეწყალებისთვის ეს ადამიანი, ან ხელისუფლების მიერ ამ ადამიანის მფარველობა სხვადასხვა მიზნით. მიზანი ყოველთვის ერთია საქართველოში, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება. არ არის გამორიცხული რაღაც გარიგება იყოს იმ ადამიანებთან, რომელიც ამ კრიმინალების ზურგს უკან დგას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება. როდესაც სასულიერო პირი, ფაქტობრივად დაინვალიდებულია საავადმყოფოში, დეკანოზ მამალაძეზე ვამბობ, მისი შეწყალების საკითხს არც კი იხილავს. პარალელურად კი, ცინიკურად გაუშვა დამნაშავე ქუჩაში. რატომ? - იმიტომ, რომ ეს არის ვიღაცის ინტერესებში, ხოლო ვიღაცის ინტერესების შემსრულებელი მარიონეტი პრეზიდენტი გვყავს ხელისუფლებაში", - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.

არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა