საფრანგეთის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრი - ურთიერთობების გასაძლიერებლად საქართველოში ვიზიტს მოუთმენლად ველოდები

მოუთმენლად ველოდები საქართველოში ვიზიტს ურთიერთობების გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერიმ, პარიზში, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტი ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ბიზნეს-კავშირების გაძლიერებას და ინვესტიციების წახალისებას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეტი ფრანგული ინვესტიცია განხორციელდეს და მეტი ფრანგი ტურისტი ეწვიოს საქართველოს. როგორც ბრუნო ლე მერმა განაცხადა, ის საქართველოში პირველ ვიზიტს მოუთმენლად ელოდება.

„მქონდა პატივი მემასპინძლა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც ძალიან კარგი მეგობარია. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. მე გადავეცი პრეზიდენტს, რომ საფრანგეთი მზადაა მეტი ინვეტიცია განახორციელოს საქართველოში. ვფიქრობ, რომ უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი მაგალითად ტურიზმში. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ტურიზმზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ტრანსპორტის მიმართულებით, ქალაქის განვითარებაზე, გარემოზე. მე ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის არის სივრცე ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ გვქონდა ძალიან კოსნტრუქციული და საინტერესო საუბარი. მოუთმენლად ველოდები საქართველოში ვიზიტს ურთიერთობების გასაძლიერებლად“,- განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო