31 აგვისტოს, საქართველოსა და შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები ერთმანეთს დაუპირისპირდება

საქართველოს, რაგბის პირველი ლიგის, შოტლანდიის ეროვნული ნაკრები ეწვევა. საქართველოს და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ტესტ-მატჩს, თბილისის ბორის პაიჭაძის სტადიონი 31 აგვისტოს უმასპინძლებს. ინფორმაციას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

„შოტლანდიის რაგბის ნაკრების ისტორიული ვიზიტი საქართველოში მაქსიმალურად დასამახსოვრებელი რომ გავხადოთ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო, საქართველოს რაგბის კავშირი, შოტლანდიის რაგბის კავშირი და მერსი ქორფს საქართველო, 29 და 30 აგვისტოს მთელ რიგ ღონისძიებებეს გამართავენ თბილისსა და ბორჯომში. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის რაგბის ნაკრებთან ერთად, საქართველოში შოტლანდიის სამეფო დივიზიის მესტვირეთა გუნდი ჩამოვა, რომლებიც ქართველ მუსიკოსებთან ერთად ერთობლივ წარმოდგენებს შემოგვთავაზებენ, მათ შორის შეასრულებენ შოტლანდიის ეროვნულ ჰიმნს საქართველო-შოტლანდიის მატჩის დაწყების წინ. დაგეგმილია ასევე მესტვირეთა წარმოდგენები 29 და 30 აგვისტოს ბორჯომსა და თბილისში გამართული ახალგაზრდულ ტესტ-მატჩებზე და სხვადასხვა ლოკაციებზე თბილისის მასშტაბით“,- ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა