გიორგი კანდელაკი - თამარ ხულორდავამ დაადასტურა, რომ ჩვენი პოლიტიკაა, სანქციების ნაწილში საქართველო არ იყოს - ამაზე უკეთეს საჩუქარს პუტინი ვერ ინატრებს

თამარ ხულორდავამ დაადასტურა, ჩვენი პოლიტიკა ისაა, რომ სანქციების ნაწილში საქართველო არ იყოს. ამაზე უკეთეს საჩუქარს პუტინი და ოკუპანტი საქართველოს მხრიდან ვერც ინატრებს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მან ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ ხულორდავას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, უკრაინასთან მიმართებაში სანქციები ძალაშია, მაგრამ რუსულ აგრესიას ეს არ აჩერებს.

როგორც „ევროპული საქართველოს" წევრმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე საქართველოს საკითხი არ დამდგარა, რაც იმას ნიშნავს, რომ "რუსეთს პრობლემა არ აქვს და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაც სწორედ ესაა". მისი თქმით, ასეთი საგარეო პოლიტიკა დანაშაულია, რასაც ამომრჩეველი სათანადოდ შეაფასებს.

„დღეს "ქართული ოცნების" პარლამენტის წევრმა და ერთ-ერთმა სახემ თამარ ხულორდავამ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობისა და "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი, ხაზია, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის თემა, ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების თემა, რომელსაც პრეზიდენტმა სარკოზმა მოაწერა ხელი ევროკავშირის სახელით, ეს თემები არ გახდეს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ რუსეთზე დაკისრებული სანქციების ნაწილი. რომ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციების მოხსნის პირობად რუსეთს არ წაუყენოს საქართველოდან ჯარების გაყვანა, ჩვენი მოქალაქეების გატაცებისა და ოკუპაციის შეწყვეტა. არგუმენტად თამარ ხულორდავამ მოიყვანა ის, რომ აი, უკრაინასთან მიმართებით, ხომ არის სანქციები, მაგრამ აქედან რა ხეირიო? მან დაადასტურა, რომ ჩვენი პოლიტიკა სწორედ ის არის, რომ სანქციების ნაწილი საქართველო არ იყოს. ამაზე უკეთეს საჩუქარს პუტინი და ოკუპანტი საქართველოს მხრიდან ვერც ინატრებს, რადგან საქართველოს შეტრიალება შეუძლებელია. საქართველოში საზოგადოებრივი აზრი პრორუსული არასდროს გახდება. გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე ცივილიზებული სამყაროს ლიდერებსა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრებს, არც ერთ ასეთ შეხვედრაზე, უმაღლეს დონეზე რუსეთის ლიდერებთან საქართველოს საკითხი არ წამოჭრილა", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ხულორდავამ დღეს განაცხადა, რომ უკრაინასთან მიმართებაში სანქციები ძალაშია, მაგრამ რუსულ აგრესიას ეს არ აჩერებს.

„იმ შედარებას, რასაც უკრაინასთან მიმართებაში აკეთებენ არ გავიზიარებ. საქმე იმაშია, რომ არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ უნდა გავააქტიუროთ სანქციებზე საუბარი, თითქოს ეს შეაჩერებს რუსული აგრესიას, თუმცა ვხედავთ, რომ უკრაინასთან მიმართებაში სანქციები ძალაშია, მაგრამ რუსულ აგრესიას ეს არ აჩერებს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვენლოვანია მშვიდობიანად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია“,- განაცხადა ხულორდავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს