დავით ზალკალიანმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის პირველ მდივანს კარსტენ შნაიდერს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას, რაც დადებით იმპულსს სძენს ორმხრივ ურთიერთობებს.

დავით ზალკალიანმა ბუნდესტაგის წევრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გერმანიის როლზე, ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში.

მინისტრმა გერმანულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით. ბუნდესტაგის წევრმა დააფიქსირა გერმანული მხარის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგზე, ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე. ხაზი გაესვა ქვეყნის თვალშისაცემ პროგრესს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.

მხარეებმა, ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო