ანრი ოხანაშვილი - ლოგიკურია, რომ გაჩნდა შეკითხვა, როცა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას ეხება - საინტერესოა, ამას თუ მოჰყვება განმარტება

რა თქმა უნდა, ჩემთვისაც არ არის მისაღები პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული კონკრეტული პირის შეწყალება, რომელსაც სასჯელის ნახევარი არ აქვს მოხდილი, თუმცა სანამ ვინმეს გავაკრიტიკებ, მაინტერესებს რაზე დაყრდნობით მოხდა ეს, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საზოგადოებას ამ ფაქტთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები რომ გაუჩნდა, ლოგიკურია.

"საზოგადოებაში გაჩნდა ლეგიტიმური შეკითხვა, რომ თუკი კონკრეტულ მსჯავრდებულს აქვს ასეთი რაიმე ხასიათის დანაშაული ჩადენილი, მაშინ როგორ მოხდა ეს. მე ვერ ვისაუბრებ შეწყალების კომისიის ნაცვლად, რადგან არ ვიცი, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რა არგუმენტით მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება. ლოგიკურია, რომ გაჩნდა შეკითხვა, როცა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას ეხება საქმე, რომელსაც თუ არ ვცდები, სასჯელის ნახევარიც არ ჰქონდა მოხდილი. საინტერესოა, ამას თუ მოჰყვება განმარტება და რა ტიპის განმარტებები გაკეთდება ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტებთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტებთან ხომ არ გვაქვს საქმე, რადგან გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულების საკითხს უმრავლესობა ყოველთვის კრიტიკულად ხვდებოდა, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში კი "შერბილებულად ხვდება", ოხანაშვილმა განაცხადა, რომ "თუ პრეზიდენტ მარგველაშვილს და ზურაბიშვილს იმ კონტექსტში შევადარებთ, ვინ როგორ იყენებს შეწყალების უფლებას, ფაქტია, რომ რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა მარგველაშვილს".

"გიორგი მარგველაშვილი მსჯავრდებულების შეწყალების რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩეოდა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა უსაფრთხოების პრინციპს. რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩეოდა მისი შეწყალების სტატისტიკა. შედარება პრეზიდენტ მარგველაშვილის და ზურაბიშვილის იმ კონტექსტში, თუ ვინ როგორ იყენებს შეწყალების უფლებას, ფაქტია, რომ რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა მარგველაშვილს და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ ჰქონდა თავისი უფლებამოსილების გამოყენების დროს. ის სამართლებრივი უსაფრთხოების კონცეფციას, ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა თავისი რეკორდული შეწყალებებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მაქვს დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, როდესაც პოლიციელის მკვლელის შეწყალება ხდება. ეს არ არის ჩემთვის მისაღები. თუმცა, იმისთვის, რომ ვინმე გავაკრიტიკო, მაინტერესებს რაზე დაყრდნობით მოხდა ეს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.

არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს