3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი, დაკავებულის ფსიქიკური პრობლემების გამო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს

პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს ბრალი დაჭრილი არასრუწლოვნის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მისი დის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობისთვის წაუყენეს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსი გაბუნიამ განუცხადა.

დაკავებულ ქალს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გააცნეს. მისი ადვოკატის თქმით, საძაგლიშვილმა სახლიდან წასვლა, პეკინზე ყოფნა გაიხსენა, თუმცა მომხდარი ფაქტი ფსიქიკური პრობლემის გამო არ ახსოვს.

"ბრალი წაუყენეს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის და ასევე, ასეთი დაზიანების მცდელობისთვის. მისი პოზიცია არის ასეთი, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია, მსგავსი არაფერი ახსოვს. მან გამომძიებელს ჩვენება მისცა და თქვა, რომ იმ დროს პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, მაგრამ მსგავსი რამ არ ჩაუდენია. კადრებში შეიძლება ჩანს, მაგრამ მას ეს ფაქტი არ ახსოვს. ჩემი ვარაუდით, ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ახსოვს, რომ პეკინზე მაღაზიებს ათვალიერებდა, რომ სახლიდან წამოვიდა, ისიც ახსოვს, რომ მაღაზიებში შესვლასაც აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და შემდეგ არაფერი ახსოვს. დანის ქონას კატეგორიულად უარყოფს, არ მქონიაო, ამბობს. ბრალის დადგენილებით დაზიანება დანით არის მიყენებული. საბოლოოდ ექსპერტიზა განსაზღვრავს, დაზიანება მძიმე არის თუ არა", - აცხადებს გაბუნია.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, გამოძიება საძაგლიშვილის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას არ დანიშნავს, ამას თავად მოითხოვს.

"მოგეხსენებათ, გამოძიება ახლა დაიწყო. ჩვენთვის უცნობია, დაინიშნა თუ არა ექსპერტიზა. თუ გამოძიება არ დანიშნავს, ჩვენ დავნიშნავთ. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დევნა არც უნდა დაწყებულიყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი მასალები უნდა მოკვლეულიყო. სისხლის სამართლის კოდექსი ასეთ შემთხვევაში გამორიცხავს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოდუნებულია, შეიძლება ითქვას, რომ არაადეკვატურია, იმიტომ რომ ლაპარაკიც უჭირს, ვერ საუბრობს", - განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო