მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე, ანდრეას ნორლენს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერის პრესცენტრი ავრცელებს.

საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. აღინიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი ფინანსური მხარდამჭერია, რისთვისაც მთავრობის მეთაურმა ანდრეას ნორლენს მადლობა გადაუხადა.

„ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებს, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცების კონკრეტული ფაქტები. პრემიერ-მინისტრმა შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანს წარმოადგენს და ეს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ ქართული საზოგადოების პოზიციაა.

ამასთან, ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და მისი პოზიტიური როლი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და შვედეთის, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის თანაავტორის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში“, - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრმა ანდრეას ნორლენს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მაღალი რანგის დელეგაციით მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს