გიგი წერეთელი უკრაინის ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ფრაქცია “ევროპული საქართველოს”თავმჯდომარე გიგი წერეთელი უკრაინის პარლამენტის მოწვევით ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომას ევროპარლამენტის, გერმანიის ბუნდესტაგის, ისრაელის ქნესეთის ლიდერებთან ერთად საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება.

სხდომაზე ცნობენ დეპუტატების უფლებამოსილებას, ასევე გაიმართება არჩევნები რადას თავმჯდომარის, მოადგილეების და კომიტეტების თავმჯდომარეების. გარდა ამისა, დაგეგმილია პრეზიდენტის მიმართვა და პრემიერ-მინისტრის არჩევა. პირველ სხდომაზე მოხდება კანონპროექტების განხილვაც, მათ შორის დეპუტატების რაოდენობის შემცირების და იმუნიტეტის შეკვეცის.

გიგი წერეთელი შეხვდა უკრაინის რადის ახალ სპიკერს, დიმიტრი რაზუმკოვს და საგარეო კომიტეტის თავჯდომარეს ბოგდან ერემენკოს, ასევე ევროპარლამენტის ვიცე - პრეზიდენტს კლარა დობრევს.

კიევში ასევე დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებთან, ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო