შსს-მ დააკავა პირი, რომელიც ქობულეთში ავტომობილით ქვეითთა გადასასვლელზე ცოლ-ქმარს დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს, ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ცოლ-ქმარს ქვეითთა გადასასვლელზე დაეჯახა. 45 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, 1990 წელს დაბადებული მამაკაცი საპატრულო პოლიციამ 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დააკავა. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო