მერკელმა და პუტინმა უკრაინისა და სირიის პრობლემებზე ისაუბრეს

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მათ „ნორმანდიის ფორმატში“ დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინის კრიზისის მოგვარებას ეძღვნება. ასევე საუბარი შეეხო სირიის პრობლემას.

„რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭიროა სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება „ნორმანდიის ოთხეულის“ (რუსეთი, უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი) მორიგი სამიტის შესაძლო ჩატარებამდე, რომ კონკრეტული პოზიტიური შედეგები იქნას მიღწეული“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ოფიციალური ცნობით, ამავე კონტექსტში პუტინმა მერკელს განუცხადა, რომ „კიევმა უნდა შეასრულოს შეთანხმების პირობები, რომლებიც პარიზსა და ბერლინში 2015 და 2016 წლებში გამართულ ამ ოთხეულის სამიტებზე დაფიქსირდა“.

კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა და მერკელმა მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზომების შესრულების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი, რაც საფუძვლად უნდა დაედოს უკრაინაში სიტუაციის მოგვარებას. შეთანხმდნენ, რომ რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების თანაშემწეები მოამზადებენ ოთხეულის სამიტს.

„ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარში ანგელა მერკელს მიაწოდა ინფორმაცია სირიაში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის იდლიბის დეესკალაციის ზონაში ტერორისტული საფრთხის ნეიტრალიზაციისკენ მიმართულ ნაბიჯებზე (ამ თემაზე ორი დღის წინ შედგა მოლაპარაკებები რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის, რომელთა სამხედროებიც იდლიბის პროვინციაში დაპირისპირებულ მხარეებს ეხმარებიან). პუტინმაც და მერკელმაც აღნიშნეს სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის სასწრაფოდ ფორმირებისა და მუშაობის დაწყების აუცილებლობა“, - ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს