ვაჟა-ფშაველას გამზირზე  „სითი-მოლის" მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეიდან 3 სექტემბრამდე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე „სითი-მოლის" მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს 17:00 საათიდან 3 სექტემბრის 24:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან „გუდვილის" მიმართულებით. ავტოტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან დავით თავხელიძის ქუჩის გავლით იმოძრავებს პეტრე ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც მოძრაობას ყაზბეგის გამზირზე გააგრძელებენ.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო