სერგი კაპანაძე - სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი შეგვპირდა, რომ გაერო-ში დევნილების შესახებ რეზოლუციას ისევ დაუჭერენ მხარს

სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, დელფიმ სანტიაგო დას ნევესი შეგვპირდა, რომ გაეროში, გენერალურ ასამბლეაზე, დევნილების შესახებ რეზოლუციას ისევ მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძისა და სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, დელფიმ სანტიაგო დას ნევესის პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ და თავისი თვალით ნახონ, თუ როგორ აქვს რუსეთს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები.

„ეს არის ქვეყანა, რომელთანაც რამდენიმე წლის წინ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები. მან საქართველოში, თავისი თვალით ნახა ის მდგომარეობა, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებში. ის იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან. ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი არის იმ კუთხით, რომ სან-ტომე და პრინსიპი ორი წლის განმავლობაში, მხარს უჭერდა დევნილების რეზოლუციას გაერო-ში, გენერალურ ასამბლეაზე. 2019-ში შეცვალა თავისი პოზიცია და ახლა, პარლამენტის თავმჯდომარე შეგვპირდა, რომ ისევ დაუბრუნდება მხარდამჭერი პოზიციით ამ რეზოლუციას. ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ყველასთვის - საქართველოს მიმდინარე თუ მომდევნო ხელისუფლებებისთვის, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, რომელთანაც ახალი დამყარებული გვაქვს ურთიერთობები, საქართველოში ჩამოვიდნენ ხოლმე და თავისი თვალით ნახონ, თუ როგორ აქვს რუსეთს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები და რა ხდება საოკუპაციო რეჟიმების მიერ", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა