იტალიის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოლაპარაკებები გაგრძელდება

იტალიის ელჩი საქართველოში, ანტონიო ბარტოლი იმედს გამოთქვამს, რომ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოლაპარაკებები გაგრძელდება.

როგორც ანტონიო ბარტოლიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრობლემების მოსაგვარებლად ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მოლაპარაკებები აუცილებელია.

„მხოლოდ ის შემიძლია დავადასტურო, რა ინფორმაციაც უკვე გავრცელდა. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს სტაბილურობაზე. ყოველთვის არსებობს განხილვის სხვადასხვა საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, IPRM მოლაპარაკებები. პრობლემების მოსაგვარებლად მათი გამოყენება აუცილებელია“, - განაცხადა ანტონიო ბარტოლიმ.

როგორც მან აღნიშნა, ის აღნიშნულთან დაკავშირებით, საკუთარ ქვეყანას ინფორმაციას მიაწვდის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ქვეყნის დედაქაალქებს მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ესაა ჩვენი საქმე“, - განაცხადა ბარტოლიმ.

საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა კი აღნიშნა, რომ ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა.

„ამ საკითხთამ დაკავშირებით იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფოციალური კომენტარი და ჩვენ მივაწვდით ყველა ინფორმაციას ჩვენს დედაქალაქებს“, - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ დიპლომატიურ კორპუსს ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების, ასევე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის განვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს