ლაშა დარსალია - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ამ შეხვედრების ჩაშლით დამუქრება, მიუღებელია

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ნებისმიერი დამუქრება ამ შეხვედრების ჩაშლით არის მიუღებელი ნაბიჯი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ დიპლომატიურ კორპუსს ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარების, ასევე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენ ვთხოვეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაუყონებლივ მოახდინონ თავიანთი მთავრობების ინფორმირება, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება და შესაბამისი კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, იმისათვის, რომ მოხდეს ვითარების დეესკალაცია, არ მოხდეს შემდგომი პროვოკაციების გაგრძელება, რაც ვფიქრობთ, ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მისივე განმარტებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის ჩაშლა მიუღებელია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია. ნებისმიერი დამუქრება ამ შეხვედრების ჩაშლით არის მიუღებელი ნაბიჯი. იმედი გვაქვს და სწორედ ამ კუთხით ვმუშაობთ საერთაშორისო საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რათა ეს მნიშვნელოვანი მექანიზმი და მექანიზმის ფარგლებში შესაბამისი ინციდენტების განხილვა გაგრძელდეს“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო